სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და კიდევ ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის ნოემბერში, ინდივიდუალურმა მეწარმემ და მასთან დაახლოვებულმა პირმა განიზრახეს სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება, მისი წარმომავლობისათვის კანონიერი სახის მიცემა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიაღისეულის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის მიღება. მათ შესაბამისი ნებართვის გარეშე, 2019 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალა, დაამზადეს 140 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები და სხვადასხვა ფირმაზე მოახდინეს რეალიზება. შედეგად კი მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.

„აღნიშნულ პირებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას უწევდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც პირადი ინტერესით, უპირატესობას ანიჭებდა მათ და წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. შედეგად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და საჯარიმო სანქციების გამოყენება არ ხდებოდა, რითაც სისტემატიურად ილახებოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც, სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თაღლითობის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და), რაც სასჯელის სახით 6 - დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს