მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე კი სატვირთო მანქანის მძღოლია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევიდან 1 უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე კი სატვირთო მანქანის მძღოლია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურში კვლავ 24 პაციენტი მკურნალობს და მათ შორის მძიმე არც ერთი არ არის.

„ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა. დაახლოებით ორი კვირაა უკვე ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს, დღეში 2-3-ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა და გუშინაც მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში 1 ახალი პაციენტი მოთავსდა, ის, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულთან. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა თავისი რუტინული კვლევებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენ სხვა პაციენტებშიც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და სიტუაცია მართვადია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:მარინა ეზუგბაია - 2 ახალი შემთხვევიდან ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე კი სატვირთო მანქანის მძღოლია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო