მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული, რომელიც გამოჯანმრთელდა და კლინიკას მალე დატოვებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს, რომელიც გამოჯანმრთელდა და კლინიკას მალე დატოვებს.

„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ, მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც გამოირიცხა აღნიშნული დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც დატოვებენ კლინიკას. ფაქტობრივად, აღარ არის ამ ეტაპზე [ინფიცირებული].

ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგოს შემთხვევაა დღევანდელ დღემდე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა