ანრი ოხანაშვილი - საზოგადოების დაკვეთაა მომავალზე საუბარი და არა წარსულის ჯგუფებზე, რომლის წარმომადგენლები არიან სააკაშვილი, ბოკერია და რურუა

ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მომავალზე საუბარი და არა წარსულის ჯგუფებზე, რომლის ნათელი წარმომადგენლები არიან სააკაშვილი, ბოკერია და რურუა,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გერმანიის ელჩის გაწვევა კი არ მოხდება, ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციას “ქართველი საზოგადოება გაიწვევს პოლიტიკური ცხოვრებიდან”.

“შალვა ნათელაშვილი მეშვეობით განაცხადეს, რომ გერმანიის ელჩი უნდა გაიწვიონ, რეალურად 2020 წლის ოქტომბერში ჩვენი საზოგადოება გაიწვევს ამ ჯგუფებს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მომავალზე საუბარი და არა წარსულის ჯგუფებზე, რომლის ნათელი წარმომადგენლები არიან სააკაშვილი, ბოკერია და რურუა. ასე გააგრძელოს ამ ტრიომ ნათელაშვილის მეშვეობით და გერმანიის ელჩს კი არ გაიწვევენ, ჩვენი საზოგადოება გაიწვევს ამ ხალხს პოლიტიკური ცხოვრებიდან”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. "ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა