იაპონიაში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იაპონიაში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 19 305-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკვე მოერე დღეა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100-ს აჭარბებს, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 25 მაისის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, იაპონიაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 985-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა