“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე გახდა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ახალ აღმასრულებელ დირექტორად ელენე ნიჟარაძე წარადგინეს. როგორც ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, წელს ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი იქნება საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი.

“ორგანიზაცია ჩემი დირექტორობის პერიოდში გააგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც აქამდე ახორციელებდა და შევეცდებით, რომ ჩვენი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყოველთვის ვიქნებით იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არიან მოწყვლადი ჯგუფები. წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები და ორგანიზაციისთვის მთავარი ფოკუსი იქნება არჩევნების მომიტორინგი. ჩვენ კვლავაც მივაწვდით საზოგადოებას ძალიან ობიექტურ, მიუკერძოვებელ ანგარიშებს. ასევე, სოციალური ქსელების მონიტორინგს განვახორციელებთ, ვინაიდან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დისკრედიტაციის კამპანიები. ჩვენს დღის წესრიგში ისევ რჩება თვითმმართველობის ორგანოების გაძლიერება. ასევე, მთავარი საკითხი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების ადვოკატირება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”,- განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, ელენე ნიჟარაძემ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მიხეილ ბენიძე ჩაანაცვლა, რომელიც “სამართლიან არჩევნებს” 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას