გიორგი კანდელაკი - იმ ფონზე, როცა ევროკავშირი საზღვრებს გვიხსნის, გაუგებარი და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ აღდგეს რეგულარული ფრენები

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით გახსნას რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ან ყოველ შემთხვევაში, ევროკვშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, სადაც COVID 19-ის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეფასებულია, როგორც კარგი ან ძალიან კარგი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, გუშინ, ევროპის კავშირმა მუშაობა დაასრულა და გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებულია კარანტინის გარეშე. კანდელაკის თქმით, მისასალმებელია, რომ ამ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში ფიგურირებს საქართველო.

„იმ ფონზე, როცა ევროკავშირი საზღვრებს გვიხსნის, სრულიად გაუგებარი და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები. აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რეგულარული ფრენები არ აღდგეს, ეხება ევროკავშირის ისეთ წევრებსაც, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ამასთან, გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მოიტყუა, როდესაც თქვა, ფრენები რეგულარულად ხორციელდება ამ და ამ ქალაქებშიო, რადგან ეს ფრენები არცთუ ისე ხშირად ხორციელდება და არის ჩარტერული, საკმაოდ მაღალი ფასებით. დღესდღეობით, საქართველოდან რეგულარული ფრენები არსად ხორციელდება. უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი. ვინც ბინა გაარემონტა, ან პატარა სასტუმროში ჩადო ფული, დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. აქედან გამომდინარე „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გავხსნათ რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ან ყოველშემთხვევაში, ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეფასებულია, როგორც კარგი ან ძალიან კარგი. მაგალითად, ასეთი ქვეყნებია: ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ჩვენი ტურიზმისთვის ტრადიციულად ძალიან მნიშვნლოვანია“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

იხილეთ ვიდეო:გიორგი კანდელაკი - მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები, საზიანო და გაუგებარია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა