სერგო რატიანი პოლიტიკური რეკლამის რაოდენობის გაზრდას და საარჩევნო უბნების დამატებას მოითხოვს

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული წესებია შესაცვლელი. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაცვლელია საარჩევნო უბნებთან შეკრების წესი და გარკვეულ რადიუსზე შეკრება აკრძალული უნდა იყოს.

„აქ, ხელისუფლება, როგორც წესი, ადმინისტრაციულ რესურსზე არის ხოლმე მიმართული. გარდა ამისა, კოორდინატორები და „ძველი ბიჭები“ ზეწოლას ახორცილებენ ამომრჩეველზე. ამიტომ უნდა იყოს გარკვეული რადიუსი, მითუმეტეს, პანდემიის დროს ისედაც მიზანშეწონილია, რომ გარკვეული სივრცე იყოს. ამიტომ, ეს არის ერთი წესი, რომელიც უნდა შეიცვალოს. მეორე, მნიშვნელოვანია, რომ დაშვებული იყოს პოლიტიკური რეკლამა არამხოლოდ საარჩევნო დროს, არამედ დანარჩენ პერიოდში. ახლა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ე.წ კარდაკარი და ეს ტრადიციული საარჩევნო კამპანია ალბათ გაჭირდება. მითუმეტეს, ამ ვითარებაში საარჩევნო რეკლამა მოსამატებელია. მესამე - აუცილებელია, რომ დაემატოს გარკვეული საარჩევნო უბნები, იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, აქ, თავმოყრა და დისტანცია დასაცავია, გასაყოფია დიდი საარჩევნო უბნები. ქვეყნის მასშტაბით, ალბათ დასამატებელი იქნება დაახლოებით 500-მდე საარჩევნო უბანი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს