სამინისტრო - სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი, ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გაკეთდა წყალგამშვებები და ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს დემონტაჟი ჩაუტარდება.

​„ამავე პროექტის ფარგლებში ეწყობა მეორე რიგის წყალგამანაწილებელი ახალი არხი სიგრძით 2 კმ. დაგეგმილია წყალგამშვებების, სხვადასხვა ზომის სიღრმული და ზედაპირული ფარების მონტაჟი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელი სართიჭალისა და მუღანლოს მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტის ღირებულებაა 1 775 000 მლნ ლარი.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო. ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა