“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი - „საარჩევნო კოდექსში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ღიად არის დარჩენილი

“სამართლიანი არჩევნების” ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტში“ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გათვალისწინებული, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და საარჩევნო დავები.

როგორც ელენე ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, აღნიშნული საკითხები “ღიად არის დარჩენილი”.

“საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისა და თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. დიდი ხანია მუშაობს მიმდინარეობა ამ საკითხზე, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ჯერ კიდევ გასულ წელს. გასულ კვირას დარეგისტრირდა პარლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელიც შეეხება როგორც საარჩევნო კოდექსს, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებს. მათ შორისაა ძალიან ბევრი საკითხი, ეს შეეხება როგორც პარტიების დაფინანსებას, ასევე მედია რეგულაციებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. მნიშვნელოვანი სიახლეები იქნა შეტანილი და იმედი გვაქვს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება, თუმცა ჩვენი მხრიდან გვაქვს კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ასევე საარჩევნო დავები, სამწუხაროდ, არ აისახა ამ ცვლილებებში და კვლავ ღიად არის დარჩენილი ეს საკითხი. იმედი გვაქვს, რომ ის ცვლილებები, რაც წარდგენილია და ითვალისწინებს არამარტო ჩვენ რეკომენდაციებს, ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, მიღებული იქნება და ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება”, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო