ეკა ბესელიას განცხადებით, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ოპოზიციას კოლექტიური განცხადება არ გაუკეთებია და არასწორია შეფასება, რომ ელჩს ყველა თავს ესხმის

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ოპოზიციას კოლექტიური განცხადება არ გაუკეთებია და არასწორია შეფასება, რომ გერმანიის ელჩს ყველა თავს ესხმის. მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები მათი პასუხისმგებლობაა და ესეც სავარაუდოდ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

ამასთან, ბესელია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე არც ელჩის შემხვედრი კომენტარი იყო ნეიტრალური.

„ეს არ ყოფილა კოლექტიური განცხადება და შეფასება, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკოსის შეფასება და არ შეიძლება გაიგივება, რომ ყველა თავს ესხმის გერმანიის ელჩს. ასე არ არის ნამდვილად. ამიტომ ვინც აკეთებს განცხადებას, მისი პასუხისმგებლობაა და ესეც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ალბათ. მე არანაირი განცხადება არ გამიკეთებია და რაც ვიცი, ორი განცხადება იყო, ამიტომ ვინც ამ ფორმას ირჩევს, ალბათ, გარკვეულ პასუხისმგებლობასაც იღებს. ყოველ შემთხვევაში არ მინდა ვინმეს მსაჯული ვიყო. ასევე არ მომეწონა ის, რომ როცა 40 -ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს საერთო განცხადებას და აპროტესტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტში არჩევას და ამას მოჰყვება ისეთი შეფასება, რაც მოჰყვა ელჩის მხრიდან, რაზეც იყო შემხვედრი კომენტარები, ესეც არ იყო ნეიტრალური პოზიციის გამოხატულება. ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია როცა კრიტიკულად საუბრობს კანდიდატის შესაძლო წარდგენაზე, ამას აქვს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, ასე რომ მე ვისურვებ, თუ ყველაფერი მოხდება უფრო კორექტულ ფორმებში," - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. „ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე „ლეიბორიტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება სოფო კილაძის გაერო-ს ბავშვთა კომიტეტში არჩევის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, გერმანიის ელჩმა კილაძის მიმართ ბრალდებებზე შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ „საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმას, რომ მათ (არასამთავრობო ორგანიზაციებმა) მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიონ პრობლემებზე და მათ მიზეზებზე, იმის ნაცვლად, რომ დაეშვან ასეთ დონეზე."

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა