შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი - ტატიაშვილს ფსიქოლოგიურად იმდენად რთული სიტუაცია ჰქონდა, რომ სრულყოფილად არც შეეძლო ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ პერიოდის განმავლობაში, როცა მე მასთან კონტაქტი მქონდა, ფსიქოლოგიურად იმდენად რთული სიტუაცია ჰქონდა, რომ სრულყოფილად არც შეეძლო ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული „მერსედესის“ მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კონფლიქტში არანაირი როლი არ უთამაშია და ის მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა.

„დღეს ვაპირებთ ჩვენ მასთან შესვლას, რომ დეტალიზება მოვახდინოთ ყველა იმ საკითხის, რაც ჩვენთვის საინტერესოა და ამავე დროს საზოგადოებისთვის. მას არანაირი როლი არ უთამაშია ამ კონფლიქტში. მას ჰყავდა მანქანა და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხია. მისმა მეგობრებმა სთხოვეს და იძულებული გახდა, უარი ვერ უთხრა თავის მეგობრებს. მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა, მთლიან საქმეში ასე ჩანს. მას არანაირი ინფორმაცია, როცა მცხეთისკენ დაიძრა შურისძიებასთან დაკავშირებით არ ჰქონდა. თბილისიდან მცხეთაში მის გარდა 4 ადამიანი წავიდა მანქანით,“- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო