ირმა ნადირაშვილი - ეკონომიკური ვარდნა, რაც ყველა ჩვენგანის ჯიბეზე აისახება, იმ არაადეკვატური ნაბიჯების გამოა, რაც მთავრობამ კოვიდ ეპიდემიის დროს გადადგა

ეკონომიკური ვარდნა, რაც საბოლოოდ ყველა ჩვენგანის ჯიბეზე აისახება, იმ არაადეკვატური ნაბიჯების გამოა, რომელიც მთავრობამ კოვიდ ეპიდემიის დროს გადადგა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა მაისში ეკონომიკის 13.5%-იანი შემცირების კომენტირებისას განაცხადა.

„ფორსმაჟორი იმისთვის გამოიყენეს, რომ ჩინოვნიკებს, მათ ახლობლებს, მათთან დაახლოებულ კომპანიებს ფული ეკეთებინათ. არ შეამცირეს ხარჯები, არ შეამცირეს გადასახადები და ახლა, როდესაც ყველაფერი გაიხსნა, რასაც კი ოდნავი სუნთქვის უნარი შერჩა ჩამოიარეს და 10 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს, ამის გამოა, რომ პროგნოზი კიდევ უფრო მძიმე გახდება”, -აღნიშნა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, “საქსტატის” მონაცემებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა, 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა