ლევან დავითაშვილი - ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა თანამშრომელი, ვინც უკანონო ქმედებას ჩაიდენს, კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს.

„მინდა განვაცხადო, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე.

საქმის გამოძიების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან. ერთეულმა უკანონო ქმედებებმა არ უნდა შელახოს სახელმწიფო სტრუქტურის და იმ პროფესიონალი ადამიანების რეპუტაცია, ვინც პატიოსნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის სამინისტროს მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ნდობას, რომელიც უწყების მთავარია მონაპოვარია, ქმნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს