რომან გოცირიძე - არ ვიზიარებთ პათოსს, რომ „გერმანიის ელჩი არაკომპენტენტურია“, ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული, სოფო კილაძის დაცვა სერიოზული შეცდომაა

ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ "ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას", ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული, სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პირის კრიტიკა დასაშვებია, იმის მიუხედავად, ელჩია ის თუ არა. გოცირიძის განცხადებით, კილაძის "გამოსარჩლება და მისი გულმხურვალე დაცვა" ელჩის მხრიდან, უცნაური იყო.

"ჩვენ სამართლიანად მივუთითეთ, რომ როცა 52 არასამთავრობო ორგანიზაცია განგაშს ტეხავს იმის გამო, რომ ქალბატონი, რომელიც არის ჰომოფობი, გამოირჩევა პარლამენტში აგრესიულობით, არასდროს იცავდა ადამიანის უფლებას და ყოველთვის იდგა მისი პარტიის მხარეს, შეუძლებელია იყოს გაერო-ს კომიტეტის წევრი. მისი გამოსარჩლება არ იყო სწორი და ჩვენ ვეთანხმებით არასამთავრობო სექტორის ამ პოზიციას. საკმარისი იყო 3 დღის წინანდელი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ენახა ვინმეს, გადაეთარგმნათ ყველასთვის, ელჩი იქნებოდა თუ სხვა და იქ გამოჩნდებოდა სოფო კილაძის პორტრეტი მთელი თავისი მშვნიერებით, როცა განიხილებოდა სახალხო დამცველის წლიური ანგარიში. ეს ერთი სხდომა საკმარისი იყო შეგექმნათ წარმოდგენა, ვის უპირებს საქართველო გაეროში წარდგენას. რაც შეეხება მის განცხადებას შეთანხმებასთან დაკავშირებით, ის აცდენილი იყო აშშ- ის და ევროკავშირის ელჩის განცხადებებს, ვინაიდან სრულად არ იყო შესრულებული შეთანხმება. უცნაური იყო ელჩის გამოსარჩლება და მისი გულმხურვალე დაცვა სოფო კილაძის, ამ მხრივ გვაქვს ჩვენ შენიშვნები, ხოლო სხვა პარტიები რას ამბობენ, ეს არის მათი საქმე, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ "ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას". ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული, ჩემ მიერ ორჯერ და ახლა მესამედ. სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში. ის შეიძლება იყოს სხვაგან და შეიძლება სხვაგან კარგი სპეციალისტი იყოს, მაგრამ შეცდომაა კილაძის პარლამენტში მუშაობა ადამიანის უფლებების დამცველად, როცა მას სძულს უმცირესობები, არის მხოლოდ პარტიული მითითებების შემსრულებელი და ერთგული თავისი დრომოჭმული იდეების,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა."ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება სოფო კილაძის გაეროს ბავშვთა კომიტეტში არჩევის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, გერმანიის ელჩმა კილაძის მიმართ ბრალდებებზე შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ "საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმას, რომ მათ (არასამთავრობო ორგანიზაციებმა) მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიონ პრობლემებზე და მათ მიზეზებზე, იმის ნაცვლად, რომ დაეშვან ასეთ დონეზე."

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს