ვახტანგ გომელაური გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე - ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ და დასკვნას ველოდებით. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაური, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ფაქტები რის საშუალებასაც აძლევდათ, იმ მიმართულებით წავიდნენ.

„ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. მე ჯერ ბევრს ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ და დასკვნას ველოდებით. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით. ყველა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გახსნილები ვართ ადვოკატებთან. ოჯახის ადვოკატები ჩართულები არიან, აქედან გამომდინარე, სხვას თუ რაიმე ბრალდება აქვთ, შეუძლიათ პირდაპირ გვითხრან. ყველასთან მაქსიმალურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო:ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება - ვახტანგ გომელაური გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო