რომან გოცირიძე - სააკაშვილზე დამონტაჟებული საუბრები გვესმოდა ყოველთვე - ახლა მე ვიტყვი: ზებრა, წყალი, შეკვეთილი, ზვიგენი და ამას ისე დაამონტაჟებთ, იტყვით, გოცირიძეს ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობა უნდოდაო

მიხეილ სააკაშვილზე და ჩვენზე დამონტაჟებული საუბრები გვესმოდა ყოველ თვე, კიდევ იქნება. ახლა მე ვიტყვი სიტყვებს: ზებრა, წყალი, შეკვეთილი და ზვიგენი, ახლა ამას ისე დაამონტაჟებთ, იტყვით, რომ რომან გოცირიძეს უნდოდა ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობა შეკვეთილში საკუთარი ხელებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან უკრაინელი ჟურნალისტების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

გოცირიძის თქმით, მათი განცხადებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ „შავი პიარის“ აგორებას ემსახურება.

„უკრაინელი ჟურნალისტები ძალიან პირობითი ცნებაა და ბუნებრივია, ეს არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ „შავი პიარის“ აგორება, რომლის შედეგი იქნება ნული. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის როლი, წონა, მისი დამსახურება ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს არის მოტორი, ადამიანი, რომელიც უზარმაზარ 50 მილიონიან ქვეყანას ექაჩება თავისი ენერგიით. ქვეყნის იმედია კორუფციის დამარცხებასა და რეფორმების წამოწყებაში და ახლა რომელიღაც მოსყიდული ჟურნალისტი რაღაცას დაწერს...ჰაკიმ ფაშას 8 წელია ეძებენ, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, მაგრამ ვინმემ გამოიძია? მიხეილ სააკაშვილზე და ჩვენზე დამონტაჟებული საუბრები გვესმოდა ყოველ თვე. კიდევ იქნება. ახლა მე ვიტყვი სიტყვებს: ზებრა, წყალი, შეკვეთილი და ზვიგენი, ახლა ამას ისე დაამონტაჟებთ, იტყვით, რომ რომან გოცირიძეს უნდოდა ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობა შეკვეთილში საკუთარი ხელებით. ძალიან მარტივია მონტაჟი, ისე დაგიმონტაჟებთ, როგორც დაგიბარებიათ,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, უკრაინელი ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან თანამშრომლობასა და დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, საქმე ეხება ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობას. ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო