„როიტერსი“ - გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 54 852-ს აღწევს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 54 852-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, მათი მონაცემები ეფუძნება გარდაცვალების ცნობებს, სადაც „კოვიდ -19“ იყო ნახსენები, რომელიც ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში 19 ივნისამდე, შოტლანდიაში კი - 21 ივნისამდეა გაცემული.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ყოველდღიურად გავრცელებული ფატალური შემთხვევების მონაცემებისგან განსხვავებით, გარდაცვალების ცნობებზე დაფუძნებული მონაცემები საეჭვო შემთხვევებსაც მოიცავს.

ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 43 575 ადამიანია დაღუპული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო