ნათია თურნავა - როდესაც მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია, არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, ახლავე სტიქიურად გავხსნათ ფრენები

არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, ახლავე, უახლოეს დღეებში, სტიქიურად გავხსნათ ფრენები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ჩარტერული რეისები იქნება იმ რეგულარობით, რომ მოქალაქეებისთვის ეს იყოს „კომფორტული“.

„ევროკავშირის სიაში ყოფნა არის ჩვენი მუშაობის შედეგი. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ უდიდესი მოლოდინი, რომ ჩვენ ამ სიაში ვიქნებით. ყოველ ორ კვირაში ერთელ ეს სია გადაიხედება. შეიძლება ქვეყანა დაემატოს, შეიძლება მოაკლდეს. ამიტომ, ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუ კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. აქედან გამომდინარე მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს. არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს დღეებში სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები. 600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა, მაგრამ წელს ეს აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. ისეთი დოზით და რეგულარობით გვექნება ჩარტერები, რომ ეს პრაქტიკულად იქნება ძალიან კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შარშანდელი ფრენების ერთი მესამედი მაინც დაეშვათ, ეს ეპიდემიოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა და სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.

„მაგალითად, დღეიდან 6 ივლისის ჩათვლით, საერთაშორისო ჩარტერული ფრენა ყოველდღე გვაქვს. ჩვენი მოქალაქეები არცერთ ვარიანტში უყურადღებოდ არ დარჩებიან და არც აქამდე არ ყოფილან. კომუნიკაცია იქნება, მაგრამ პირველი პრიორიტეტი კვლავ და კვლავ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა იქნება. სწორედ ამიტომაც გვაქვს ჩვენ უდიდესი იმედი, რომ ევროკავშირის სიაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო