24 წლის გოგონა, რომელსაც ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

24 წლის გოგონა, რომელსაც ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

როგორც ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.

„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული“, - აცხადებს ქაშიბაძე.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ გოგონას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია