ამირან გამყრელიძე -  რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, უნდა ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით

წელს ერთ-ერთი პროგნოზია, რომ შესაძლოა, იყოს ზედდება კორონავირუსული ინფექციის და გრიპის ინფექციის. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წელს გრიპის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო დაახლოებით 135 000 ვაქცინას მიაწვდის მოსახლეობას.

„გრიპი, სამწუხაროდ, ყველას სურდო გონია, ის სურდოს სახით გამოიხატება, მაგრამ მას იწვევს გრიპის ვირუსი, რომელიც სერიოზული ვირუსია. ამიტომ, წელს უფრო მეტი უნდა აიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო კიდევ მეტს, დაახლოებით 135 000 დოზას შემოგთავაზებთ ვაქცინებისა, რომელიც იქნება რისკჯგუფებისთვის და კომერციული სექტორისათვის. წელს ერთ-ერთი პროგნოზია, რომ შესაძლოა, იყოს ზედდება კორონავირუსული ინფექციის და გრიპის ინფექციის. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ, ისინი ვისაც მაღალი რისკი აქვს, რომ ადვილად გადავიტანოთ გრიპი და არ იყოს ზედდება ამ ორი ინფექციის. გვაქვს ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინა და ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო