პაატა იმნაძე - კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რამაც ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა.

მისივე თქმით, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, შეიძლება მას მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. იმის შემდეგ, რაც ბიზნეს-აქტივობები გაიხსნა, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს აბსოლუტური უმრავლესობა ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ კორონავირუსთან კარგად მოქცევას არ გავაგრძელებთ, მაშინ უფრო ახლოს იქნება. ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში ევროპაში წარმოიშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, ის ასევე შეეხო ახალ ვირუსს, რომელიც ჩინეთში ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა და აღნიშნა, რომ მას პანდემიური პოტენციალი აქვს, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის რისკი ნაკლებია. „რაც შეეხება ახალ ვირუსს, ახალი ვირუსი ჩინეთში და სხვაგანაც ძალიან ხშირადაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს. მათ პანდემიური პოტენციალი აქვთ და ასეთი ბოლო წლებში 5-6 გამოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ პანდემიური პოტენციალი არ შეუძენიათ, იმიტომ, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს“,-აღნიშნა იმნაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს