ენერგოომბუდსმენი - რეგიონებიდან ბევრი საჩივარი მოდის მომსახურებისა და წყლის ხარისხთან მიმართებით, უნდა ითქვას, რომ ყოველ ჯერზე, მომხმარებელი მართალია

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში რეგიონებიდან მომსახურებისა და წყლის ხარისხთან მიმართებით საჩივრების რაოდენობა გახშირდა. როგორც მან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელი მართალია, რადგან წყლის დაბინძურების და ცუდი მომსახურების ფაქტები დადასტურდა.

ენერგოომბუდსმენის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ დაცული იყოს ის ტექნიკური ხასიათის რეგლამენტი, რომელიც წყალთან მიმართებით არსებობს და მომსახურება გამოსწორდეს.

„წყალმომარაგება არის ლიდერი დარგი, სადაც ყველაზე ბევრი პრობლემა და საჩივარი გვაქვს. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ის, რომ რეგიონებიდან მოდის ბევრი საჩივარი მომსახურებისა და წყლის ხარისხთან მიმართებით. უნდა ითქვას, რომ ყოველ ჯერზე, მომხმარებელი მართალია, რადგან წყლის დაბინძურების ფაქტიც დასტურდება და რეალურად, ცუდი მომსახურების ფაქტებიც. მართლაც ვერ გამოსწორდა ის, რა შედეგიც უნდა მივიღოთ, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრ პროექტს დაედო საფუძველი. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტების განხორციელებით, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება და ჩვენი მომხმარებლები რეგიონებში უკეთეს მომსახურებას მიიღებენ და წყალიც სუფთა ექნებათ. მაგალითად, ფასანაურში ვნახე, ისეთი სუნისა და ისეთი კონსინსტენციის წყალი მოდიოდა ონკანიდან, რომ მას არავითარი შემოწმება არ სჭირდება, ფოტოებიც კი მაჩვენეს, რა დონის დაბინძურება არის. ვიზუალური დაკვირვებითაც შესამჩნევი იყო, რომ ის წყალი არ ვარგა. მაგრამ, ამაში ჩვენი მომხმარებლები თანხას იხდიან, ასევე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ეს ყველაფერი საშიშია. პირველ რიგში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დავიცვათ ის ტექნიკური ხასიათის რეგლამენტი, რომელიც წყალთან მიმართებით არის და მომსახურება გამოსწორდეს. თუმცა, რეალურად, ეს გლობალური პრობლემაა. თბილისში წყლის ხარისხთან მიმართებით პრობლემები არ გვაქვს, სამაგიეროდ გვაქვს უსაფუძვლო დარიცხვები, ხანდაზმული დავალიანებები, სხვისი ვალის, სულადობრივი და მრიცხველის თემები, რომელიც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია“,-აცხადებს ვარდიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო