კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, უზბეკეთის რამდენიმე რეგიონში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა

უზბეკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ტაშკენტში, „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის გამო უზბეკეთში მკაცრი კარანტინი აპრილიდან მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შემდეგ ზომები შემსუბუქდა.

ბოლო დღეების განმავლობაში კი, ქვეყანაში ვირუსის ათობით ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ხელისუფლებამ კვლავ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო მონაცემებით, უზბეკეთში კორონავირუსის 8 298 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, უზბეკეთის რამდენიმე რეგიონში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო