გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის, გაუპატიურებაში ბრალდებული ვ.ვ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს, ქ.ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ. სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა