ენერგოომბუდსმენი - 2019 წელი ბუნებრივი გაზის სექტორში კატასტროფის წლად შევაფასეთ

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, 2019 წელს ბუნებრივი აირის სექტორში სავალალო მდგომარეობა იყო, რის გამოც რამდენიმე აფეთქება მოხდა.

როგორც მან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მალე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდება და გაზის შიდა ქსელი მოწესრიგდება, რაც პრობლემებს აღმოფხვრის.

“2019 წელი ჩვენ ბუნებრივი გაზის სექტორში კატასტროფის წლად შევაფასეთ. გახსოვთ, დიღმის აფეთქება პირველივე თვეში, ეს 16 იანვარს იყო, შემდეგ მას ძალიან მალე მოჰყვა დიღმის მასივში აფეთქება, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქება, ქეთევან წამებულზე 7 ადამიანის გარდაცვალება, ვარკეთილში 3 ადამიანის ინციდენტი და მოკლედ, დავრწმუნდით, რომ ბუნებრივი გაზის სექტორში საშინელი, სავალალო მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით. 2019 წელი ფაქტობრივად გაზზე მუშაობას მივუძღვენით. ჩვენ დავძარით ის თემა, რომ სულ მალე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდება და გაზის შიდა ქსელი მოწესრიგებული იქნება, რაც შემდეგ პრობლემებს აღმოფხვრის. ახლახანს გვქონდა ბათუმის ბაზრის გვერდით, რესტორანის აფეთქება, ესეც სწორედ გაზის თემას უკავშირდება და იმ პრობლემატიკას, რომელზეც ჩემს ანგარიშში ვრცლად არის საუბარი. უბრალოდ, დანანებით უნდა ვთქვათ, რომ მიზეზს ვერასდროს ვპოულობთ, ვინ არის დამნაშავე, თუმცა, ზუსტად ვიცით, რა განაპირობებს აფეთქებებსაც, გაჟონვებსაც და ასე შემდეგ. ვრცლად არის მოცემული ის რეკომენდაციები, ეს ყველაფერი როგორ უნდა გამოსწორდეს. დიღმის მასივის აფეთქება ვახსენე და პირველივე დღეს, ჩემი მოკვლევით გამოიკვეთა, რომ რეალურად, კომპანიის პასუხისმგებლობა არსებობდა, რადგან კომპანიის თანამშრომლებმა არ შეამოწმეს ჯეროვნად და არ გააკეთეს თავისი საქმე, რამაც ვერ გამორიცხა პრევენცია. ასე, რომ ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც პასუსუხისმგებლობა დადგა და დადგა კომპანიის პასუხისმგებლობა, მაშინ „ყაზსტრანსგაზი“ ერქვა, ახლა „თბილისი ენერჯი“ გვაქვს“,- აცხადებს ვარდიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო