ბორის ჯონსონი - ქვეყანა კორონავირუსის კრიზისის ტყვედ ვერ დარჩება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის კრიზისის ტყვედ ვერ დარჩება.

„ამ კრიზისის ტყვეებად ვერ დავრჩებით. თუ კოვიდ კრიზისმა რამე გვასწავლა, ეს არის ის, რომ ქვეყანას უნდა მოემზადოს იმისთვის, რაც, შესაძლოა, მომავალში გველოდებოდეს,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, ხელისუფლება კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებას ინფრასტრუქტურული ინვესტიციის განხორციელებით გეგმავს.

ბორის ჯონსონის ინფორმაციით, საავადმყოფოების, სკოლების, გზებისა და სხვა პროექტებისთვის 5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (6.15 მილიარდი აშშ დოლარის) მოცულობის ინვესტიცია გამოიყოფა, რაც სამუშაო ადგილების შექმნასა და „ინფრასტრუქტურულ რევოლუციას“ შეუწყობს ხელს.

„შენება, შენება, შენება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველას შეეძლოს დაგეგმოს მომავალი მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ცნობისათვის, დიდ ბრიტანეტში კორონავირუსის 311 965 შემთხვევაა დადასტურებული, 43 575 ადამიანი კი - დაღუპულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს