იენს სტოლტენბერგი - უსაფრთხოების ახალი კანონი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის

აშკარაა, რომ ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც ის ჩინეთის პარლამენტის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებული უსაფრთხოების კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა.

„აშკარაა, რომ ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ამას ჩვენ ჰონგ-კონგში ვხედავთ, სადაც უსაფრთხოების ახალი კანონი მის ავტონომიას ძირს უთხრის,“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა. კანონი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა ცნობილია, რომ ჰონგ-კონგის მთავრობას მოეთხოვება, ძირითადად ახალი კანონის თანახმად იმოქმედოს, ზოგიერთ შემთხვევაში პეკინს ჰონგ-კონგის ხელისუფლების წინადადებისა და გადაწყვეტილების გაუქმების უფლება ექნება. გარდა ამისა, ახალი კანონის ფარგლებში, ჩინეთმა ჰონგ-კონგში შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების ოფისი შექმნას, რომელიც ქალაქის მთავრობას „ზედამხედველობასა და მხარდაჭერას“ გაუწევს. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, შესაძლოა, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს ნიშნავდეს, პეკინი კი ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და შეთქმულებასთან ბრძოლაა.

იხილეთ ვიდეო:იენს სტოლტენბერგი - უსაფრთხოების ახალი კანონი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა