ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ, მიუღებელია

ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ, მიუღებელია,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩების რეაქცია სრულიად ლოგიკური იყო.

"როცა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადებებით გერმანიის ელჩის მიმართ, აბსოლუტურას მიუღებელია. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების რეაქცია ფაქტთან დაკავშირებით და ჩვენც ბუნებრივია, გვაქვს ანალოგიური რეაქცია,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა."ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა