დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ვარდნის ნეგატიური მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ვარდნის ნეგატიური მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო და აღნიშნავს, რომ დღეს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, სწორად როგორ აღადგინოს ეკონომიკური მიმართულებები, რომელიც გაჩერდა. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნა ნაკლები, თუმცა მაინც იქნება.

"მოსალოდნელი იყო, რომ ვარდნის მაჩვენებელი იქნებოდა ასეთი ნეგატიური. დღეს უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რამ გამოიწვია ეს, რადგან ვიცით, რამაც გამოიწვია - გაჩერებული იყო ეკონომიკური სექტორი რამდენიმე მიმართულების გარდა, დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე, სწორად როგორ აღვადგინოთ ის ეკონომიკური მიმართულებები, რომელიც გაჩერდა. შესაბამისად, სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ. იმ მიმართულებით გავაკეთოთ მეტი მხარდაჭერა, რომელსაც პერსპექტივა აქვს მოკლე ვადაში აღდგენის და არა იმ მიმართულებით, რომელსაც სამწუხაროდ, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ექნება პერსპექტივა. უფრო უნდა ვიფიქროთ მომავალზე, როგორ დავძლიოთ ეს გამოწვევები შემოდგომაზე და მომდევნო წლის განმავლობაში. ივნისში და ივლისში ნაკლები იქნება, თუმცა მაინც იქნება ვარდნები, იმიტომ რომ დაკეტილია საზღვრები, ტურისტული ინდუსტრია გაჩერებულია, შესაბამისად, გაჩერებულია მომსახურების სფერო. ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით შენელებულია, რა თქმა უნდა, ციფრები იქნება უკეთესი, მაგრამ ჯერ კიდევ იქნება ნეგატიური”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.4%-ს შეადგენს.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ