გიგა ბოკერია - ივანიშვილის გუნდი და საგარეო უწყება გერმანიის ელჩის დაშვებული შეცდომის გამო წარმოშობილ ვითარებას თავისი კამპანიისთვის იყენებენ

ახლა, ამ ვითარებას, ყველაზე ცუდ სამსახურს უწევს „ქართული ოცნება“, ივანიშვილის გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც სამარცხვინო განცხადება გააკეთეს და გერმანიის ელჩის დაშვებული შეცდომის გამო წარმოშობილ ვითარებას იყენებენ თავისი კამპანიისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, „ხელისუფლება ძალიან ცუდ სამსახურს უწევს ქვეყანასაც და ამ დიპლომატსაც“.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ კრიტიკა გერმანიის ელჩის მიმართ იყო „ძალიან კორექტული“.

„რა ანტიდასავლური კამპანია, კონკრეტულ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენი აზრით, მან შეცდომა დაუშვა. ელჩი არ უნდა გახდეს დისკუსიის საგანი. ეს არ არის კარგი დიპლომატია და იმედია მომავალში აღარ მოხდება. „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც საქართველოს ყველა მეგობარს, რომელიც რაღაც საკითხზე ლეგიტიმურ კრიტიკას გამოთქვამდა, ეძახდა მოსყიდულს და ოპოზიციის ჯიბეში მყოფს, ახლა ჩვენზე საუბრობს, რომლებმაც ლეგიტიმურად გავაკრიტიკეთ ეს კაცი შეცდომების გამო. შეცდომა იყო სოფო კილაძის დისკუსიაში ჩარევა, შეცდომა იყო ამ მოლაპარაკებების შემდეგ ამ განცხადებების გაკეთება, ყველას მოსდის შეცდომები. მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხანგოშვილის მკვლელობაზე არ გაუკეთებია განცხადება და ახლა ამაზე გააკეთეს განცხადება, ანტიდსავლურ კამპანიას აწარმოებს ოპოზიციაო, ჩვენ გვგულისხმობდა პირველ რიგში. რაც შეეხება უფრო მძიმე განცხადებებს, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის ელჩზე, „ევროპული საქართველო“ არ უერთდება ამ გამონათქვამებს არც ერთ დიპლომატზე, მაგრამ ყველასთვის სასურველია დიპლომატებმა შეცდომები არ დაუშვან“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო