ენერგოომბუდსმენმა კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიშით წარსდგა, რომელიც ენერგეტიკის და წყალმომარაგების დარგში მომხმარებელთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება.

როგორც ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა დარგში არსებულ პრობლემებზე, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

„გამოსვლისას სალომე ვარდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონულ პროექტებზე და რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეგახსენებთ, რომ ენერგოომბუდსმენის აპარატი ყოველწლიურად წარმოადგენს სრულყოფილ ანგარიშს წინა წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომი ყველა საჯარო და დაინტერესებული პირისთვის,"-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა