თვითმხილველი ყოფილი შეყვარებულის მიერ 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტის დეტალებზე საუბრობს

აფეთქების ხმა იყო, რომელსაც გოგონას განწირული ღრიალი მოჰყვა. საწყალ გოგოს ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა, შემოსასვლელი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ თვითმხილველმა უამბო, რომელიც 24 წლის გოგოს მკვლელობის მცდელობას შეესწრო.

თითმხილველის ინფორმაციით, გოგონასა და მამაკაცს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, აცხადებს, რომ გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად ვისხედით ჩემთან სამზარეულოში, უცებ ისეთი აფეთქების ხმა იყო, დაზანზარდა ჩემი სამზარეულო და ყველანი გარეთ გამოვცვივდით. აფეთქებას მოჰყვა გოგოს ღრიალი, განწირული ხმით ღრიალებდა, თავიდან ვერ მივხვდით რა მოხდა. „112“-ში დავერეკე, შემოსასვლელი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული, ისეთი კვამლი იყო, აქ ხომ ჩაბურული იყო ყველაფერი და ზემოთაც ვერ ვხედავდით ერთმანეთს. სასწრაფოში და პატრულში რომ დავრეკეთ, 3 წუთში მოვიდნენ. საწყალ გოგოს ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა, იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო, იმას ვერ აცნობიერებდა რომ გადარჩა, ტიროდა იმას, რომ დაამახინჯეს. იქამდე რა მოხდა, არ ვიცი. ეს გოგო ძალიან წყნარი გოგოა, აქ ცხოვრობს ნაქირავებში“, - აცხადებს თვითმხილველი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ გოგონას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. არსებული ინფორმაციით, ბიჭი გოგონას ყოფილი შეყვარებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა