გიგა ბოკერია ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებაზე - ეს არის ამ სამარცხვინო ხელისუფლების სახე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების საკითხს ეხმაურება. მისი განცხადებით, ბაჩანა შენგელიას თავის ოჯახთან დაკავშირებულ საკითხზე აქტიურობის გამო შეუჩერეს ნოტარიუსის ლიცენზია.

„ივანიშვილის რეჟიმის ამ სამარცხვინო სტანდარტითაც კი სამარცხვინო მაგალითია. ადამიანის ოჯახის წევრი დაიღუპა იმ ვითარებაში, სადაც აშკარა კონტექსტი არსებობს მთავრობის მოქმედებების, რომ რაღაც როლი ითამაშეს ამ საქმეში. მე ხელს არავისკენ ვიშვერ. თქვენ გახსოვთ ალბათ მოსმენა, სადაც „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე იყვნენ, სადაც წუთებით დაუთვალეს, რომ ზეწოლის დაკვეთას ასრულებდნენ. სიკვდილს არავის არ ვაბრალებ, „ოცნებისგან“ განსხვავებით, „ევროპული საქართველოს“ სტილი არ არის ტალახი ისროლოს. ფაქტი იყო, რომ უკანონოდ და სამარცხვინოდ ჰქონდა ზეწოლას ადგილი. ეს ადამიანი შემდეგ დაიღუპა და მისი შვილი, რომელიც ამ საკითხზე აქტიურობს, ახლა ხდება დამატებითი დევნის მსხვერპლი ქვეყანაში, სადაც მოსამართლეები პოლიტიკურ კამპანიას ეწევიან და ამაზე მმართველი გუნდი იძახდა, რომ არაუშავს და ხმა მისცეს და აიჩიეს ეს მოსამართლეები, ვინც მაგალითად საჯაროდ პოლიტიკურ ტალახს ესროდა სამოქალაქო საზოგადოებას. ამ კაცს თავისი ოჯახთან დაკავშირებულ საკითხზე სამოქალაქო აქტიურობისას ნოტარიუსის ლიცენზია შეუჩერეს. ეს არის სახე ამ სამარცხვინო ხელისუფლების და საქართველოში ამ მთავრობის მშვიდობიანი დამარცხების შემდეგ არასოდეს მსგავსი აღარ უნდა მოხდეს არავისთან მიმართებაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა