გენერალური აუდიტორის განცხადებით, 2019 წელს აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ ყველა საკითხზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული

გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ ყველა საკითხზე სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეებია აღძრული.

როგორც ერეკლე მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, გასულ წელს პროკურატურას აუდიტის 34 ანგარიში გადაეგზავნა.

„გასულ წელს პროკურატურაში 34 ანგარიში გადავაგზავნეთ, ჩემი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა საკითხზე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი აუდიტორები ესწრებიან პროცესებს, პროკურატურა დამატებით მასალებს გვთხოვს. ჩვენგან სრული მზადყოფნაა თანამშრომლობაზე. კონკრეტული შედეგიც, საზოგადოებამაც იცის, დამდგარია რამდენიმე ეპიზოდში და მოლოდინი გვაქვს, რომ შედეგები იქნება,“- განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს