დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების სააგენტომ პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა გასცა

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ („პლაქვენილი“) კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა გასცა.

მედიის ინფორმაციით, კლინიკური ცდების მიზანია, დაადგინონ, შეუძლია თუ არა მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტს კოვიდ 19-ის ინფექციის პრევენცია.

ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში „ჰიდროქსიქლოროქინზე“ კლინიკური ცდა მანამდეც ჩატარდა, თუმცა მედიკამენტის ეფექტურობა ვერ დადგინდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ჰიდროქსიქლოროქინს“ „გეიმ-ჩეინჯერი“ უწოდა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ის პრეპარატს მოიხმარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა