ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს - ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან საარჩევნო უბანში

ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან საარჩევნო უბანში, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს, რომელმაც მთაწმინდაზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მისი არშეშვების ისტორია გაიხსენა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის საკონსტიტუციო ცვლილებების დროს კენჭისყრის პროცედურაზეც კი არ „შეუშვა“.

„აღიარება კი არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ მთლად გათავისუფლება არ ხდება პასუხისმგებლობისგან. თქვით, „რადიკალური ჯგუფი ვართო“ და ხვალ შეიძლება თქვათ, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფიც ვართო“, დაველოდებით სადამდე წახვალთ. რაც შეეხება უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით თქვენ გულისწუხილს, მე მახსოვს, რომ თქვენმა პარტიამ კენჭისყრაზეც არ შემოგიშვათ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს და თქვენი შეწუხებული სახე. სხვათაშორის, ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან საარჩევნო უბანში. რა ხდება იქნებ გაარკვიოთ თქვენ პარტიაში, რატომ არ მოგცეს საშუალება საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პროცედურას გარეთ არ დალოდებოდით და შიგნით შემოსულიყავით. თქვენი ბედნიერი სახეც გვახსოვს 20- 21 ივნისის დროს აქ, თქვენს დაჯგუფებასთან ერთად რომ იყავით გამაგრებული. ასე რომ, ვიყოთ თანმიმდევრულები, არ გვინდა ეს პათეტიკა და ცინიზმი საზოგადოების წინაშე, ამას შეაფასებს საზოგადოება არჩევნების დღეს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რომან გოცირიძე იურიდიულ კომიტეტზე უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან „რადიკალური ოპოზიციის“ ხსენებას გამოეხმაურა და კოლეგებს „ურჩია“, მსგავსი ტერმინები არ გამოიყენონ.

„დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს