სოფო კილაძე - ბაჩანა შენგელიაზე დისციპლინური მოკვლევაა დაწყებული და ეს საქმე დასრულდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რადიკალური ოპოზიცია უფრო რადიკალური ხდება

ბატონ ბაჩანა შენგელიაზე დისციპლინური მოკვლევაა დაწყებული და ეს საქმე დასრულდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია უფრო რადიკალური ხდება და ცდილობენ, რომ საპარლამენტო ფორმატი შოუს დადგმისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს" მიერ იუსტიციის მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ბოროტად იყენებს იმ უფლებამოსილებას, რომელიც მათ რეგლამენტით აქვთ მინიჭებული.

„ქალბატონი თეა დაახლოებით ოთხი დღის წინ იმყოფებოდა პარლამენტის პლენარულ სესიაზე და თუ ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა, შეეძლო დაესვა. ჩვენთვის არახალია მინისტრების მოსვლა პარლამენტში, მათ შორის, ქალბატონი თეა დაახლოებით სამი თვის წინ იყო ადამიანის უფლებების კომიტეტში. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ვხედავ, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოროტად იყენებს იმ უფლებამოსილებას, რომელიც მათ რეგლამენტით აქვთ მინიჭებული. რა თქმა უნდა, ის თემა, რომელიც უკავშირდება ბატონ შენგელიას, მასზე დისციპლინური მოკვლევაა დაწყებული და ეს საქმე დასრულდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენი რადიკალური ოპოზიცია თანდათან უფრო რადიკალური ხდება და ცდილობენ, რომ საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ შოუების დადგმისთვის,"- განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

„ევროპული საქართველო“ ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე იუსტიციის მინისტრს იწვევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს