ირაკლი კოვზანაძე - 2019 წელს ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მილიარდი ლარი მოიცვა

2019 წელს აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა და 87% შეადგინა, ანუ ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მლრდ. ლარზე მეტი მოიცვა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია, - ამის ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველს დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს, რისი საყრდენიც ამ მოწვევის პარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობით შექმნა. მისი თქმით, აუდიტის სამსახური კარგად მუშაობს, თუმცა არის გარკვეული გამოწვევებიც.

„იზრდება გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა 2019 წელს 1067 რეკომენდაცია გაიცა. თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, ამ კუთხით საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, უკვე მეორე წელია პარლამენტის მიერ დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის მიერ ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2019 წელის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განახორციელა შპს ,,დელოიტ და ტუშმა“ და გასცა უპირობო დასკვნა ანუ, აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები, რაც მიუთითებს სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა და მხარი დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა