ირაკლი კობახიძე - ამომრჩეველს დაეკისრება ვალდებულება, რომ პირბადე  ჩამოიხსნას იმ დროს, როცა მისი ამოცნობა არის აუცილებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში მივლენ, პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევთ. უშუალოდ კენჭისყრის სივრცეში შესვლისას და რეგისტრაციის გავლისას.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ის, რომ პირბადე უნდა ჩამოიხსნა ორჯერ, ჯერ როცა შედიხარ საარჩევნო უბანში კენჭისყრის სივრცეში და ასევე, უშუალოდ რომ გადიხარ რეგისტრაციას. ეს გათვალისწინებულია, ანუ ამოცნობის პრობლემა თავისთავად არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ამომრჩეველს დაეკისრება ის ვალდებულება, რომ ჩამოიხსნას პირბადე იმ დროს, როცა მისი ამოცნობა არის აუცილებელი. თუ დაზუსტება არის საჭირო, შეგვიძლია დავაზუსტოთ სააარჩევნო კოდექსშიც, მაგრამ სხვანაირად გამორიცხულია რეგისტრაცია ისე გაიაროს ამომრჩეველმა, ამოცნობა რომ არ შეიძლებოდეს მისი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა ანტისეპტიკური სითხე არ შლის მარკირების სითხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო