დავით მათიკაშვილი - სააკაშვილს და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი!

თქვენს ბოროტ ზრახვებს, ნაციონალური მოძრაობის ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში, აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს: უნიკალური დენდროლოგიური პარკიდან დაწყებული წყალტუბოს და აბასთუმნის სრულიად რეაბილიტაციით და ფაქტიურად თავიდან აშენებით გაგრძელებული, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ. ან რატომ არ უნდა ვთქვათ, არ ვიცი! უბრალოდ გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით მას!!!!! , - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით განცხადებებს.

მათიკაშვილის თქმით, ივანიშვილის ქველმოქმედება, უსასყიდლოდ გაღებული უდიდესი სიკეთე, რომლის მასშტაბიც, თუნდაც კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში.

„90-იანი წლებიდან დღეის ჩათვლით, ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი პროექტი ბატონ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. 2003-2012 წლებში "ფონდ ქართუს" დაფინანსებით შექმნილ სიკეთეებს ნაც- მოძრაობა თავისად ასაღებდა და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, ამით ამაყად პოზიციონერობდა. დღეს აღარ მოწონს, ქართველი ხალხის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მშვიდობიანი გზით, არჩევნებზე დამარცხებულ მოძალადე კრიმინალური რეჟიმის ნარჩენებს ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, უსასყიდლოდ გაღებული უდიდესი სიკეთე, რომლის მაშტაბიც, თუნდაც კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში. რატომ? ისმის კითხვა პასუხი მარტივია!!! მიშა სააკაშვილს და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი!!“

პასუხი გირგვლიანის და ვაზაგაშვილის წამებასა და მკვლელობაში!!! პასუხი 7 ნოემბერს და 26 მაისს ჩვენი საზოგადოების უმოწყალოდ დარბევაშია!!! პასუხი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ის ოკუპანტისთვის ჩაბარებაში და მტერთან კაპიტულანტური გარიგებების გაფორმებაშია!!!

ბევრია კიდევ პასუხი თუ რატომ არ უყვარს ნაც კლასტერს ბიძინა ივანიშვილი, ბევრია თუმცა ზემოხსენებულიც სავსებით საკმარისია იმის ცალსახად დემონსტრირებისთვის რომ ბოროტმა არ შიეძლება კეთილი შეიყვაროს: ეკლესიების მარბიელებმა არ შეიძლება ეკლესია მონასტრების მშენებელი შეიყვაროს!! ინტელიგენციის ჩამრეცხავებმა არ შეიძლება ოპერისა და თეატრის აღმშენებელი და კულტურის მოღვაწეთა მუდმივი მხარდამჭერი შეიყვაროს და ა.შ და ა.შ და ა.შ

თქვენს ბოროტ ზრახვებს, ნაციონალური მოძრაობის ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში, აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს: უნიკალური დენდროლოგიური პარკიდან დაწყებული წყალტუბოს და აბასთუმნის სრულიად რეაბილიტაციით და ფაქტიურად თავიდან აშენებით გაგრძელებული, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ. ან რატომ არ უნდა ვთქვათ, არ ვიცი!

უბრალოდ გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით მას!!!!!“, - წერს დავით მათიკაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს