აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 346 ადამიანი.

30 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ 17,524 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით. მათგან 9,715 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 213 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. ამჟამად მკურნალობა 7 600-მდე პაციენტს უტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო