ანრი ოხანაშვილი - იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაროთ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და სხვა პარტიული საკითხები

ჩვენ იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაროთ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და სხვა პარტიული საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გუნდში არ იქნება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ საკითხებზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყოს.

„სწორედ იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დეტალურად გავიაროთ, ასევე წინასაარჩევნო საკითხები, რასაც პარტია დაგეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვექნება დისკუსია და მსჯელობა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული პოზიციები, რა თქმა უნდა შესაძლებელია გუნდში იყოს გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ პოზიციები გავუზიაროთ ერთმანეთს, მოვისმინოთ არგუმენტები. ჩვენ იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაროთ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და სხვა პარტიული საკითხები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს