ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ევროპული საქართველო“ ისეთ გზას ადგანან, მგონია, რომ პარლამენტში არჩევნების შემდგომ, ხშირად არ მოუწევთ სიარული-ნიადაგს ამზადებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ევროპული საქართველო“ ისეთ გზას ადგანან, მე მგონია უკვე, რომ პარლამენტში ხშირად არ მოუწევთ მათ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიარული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიას განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჯგუფებმა, რომლებიც „მხოლოდ რადიკალიზაციას არიან მიცემულნი, ასეთი სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგან“.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ევროპული საქართველო“ ისეთ გზას ადგანან, მე მგონია უკვე, რომ მათ პარლამენტში ხშირად არ მოუწევთ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, სიარული და როგორც ჩანს, ამ ნიადაგს ამზადებენ ისინი. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ჯგუფებისგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციას არიან მიცემულნი ასეთი სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგან. თუმცა, საკმაოდ გააზრებული მათი მხრივ ვინაიდან, ისინი მიზანმიმართულად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ პროპაგანდას, არ დაუჭირეს რა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. მე იმედს ვიტოვებ, რომ მათი ანტიდასავლურობა და ანტისახელმწიფოებრიობა გამოვლინდება ასევე იმით, რომ ისინი არც საარჩევნო ცვლილებებს არ დაუჭერენ მხარს, რომელიც ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო