მამუკა მდინარაძე - ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით

ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, რომ დავაზუსტო, საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება ყოველი მე-4, როგორც მინიმუმ განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ეს იქნება პროპორციულ სიაში ყოველი მეორე. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე ამ შემთხვევაში იცით, რომ პრაქტიკაში საუბარია ქალებზე, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება მაგალითად ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ის პარტია ვალდებული იქნება ყოველი მეოთხე საპარლამენტო სიაში მოახვედროს მამაკაცი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებები განიხილეს, 20:00 საათზე დაიწყო. სხდომას არ ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს