მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის რადიკალური და უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან

ოპოზიციის რადიკალური, უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან , - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ამით მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი განსხვავებული პარტიებისთვის არ იწერება და მიდგომა ყველასთან ერთნაირია.

„ოპოზიციის ეს რადიკალური უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, გუშინ, მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ ნახევარკილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებოდნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს, ანუ 1 - კილომეტრიანი დიამეტრით. კილომეტრიანი დიამეტრით შემოსაზღვრა თითოეული საარჩევნო უბნის რამდენად რაციონალურია და რამდენად შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო ამაზე არ ვიცი, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში გვაქვს პრაქტიკა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, რომ საარჩევნო უბნამდე მიაცილონ, მიუთითონ სად შევიდნენ, ვთქვათ, მოაძებნინონ თავის ადგილი სიაში, ასეთი პრაქტიკაც კი არსებობს. ჩვენ ხომ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ რომელიმე პარტიისთვის განსხვავებულ კანონპროექტს არ ვწერთ. ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა