მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარია ღირსეული ადამიანია, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული საზოგადოების წინაშე გამოცდა ბევრჯერ ჩააბარა და საარჩევნო სიის სათავეში გახარიას კანდიდატურა მისთვის მისაღებია. აღნიშნულით მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრი ბევრისთვის გასაკვირად, კარგი კრიზისმენეჯერი აღმოჩნდა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მამუკა მდინარაძისთვის მისაღებია და მე ვფიქრობ, ეს ადამიანი ღირსეული ადამიანია, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ის აღმოჩნდა ბევრისთვის შეიძლება გასაკვირადაც კი, იმდენად კარგი კრიზისმენეჯერი, რომ მათ შორის, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რაზეც კოვიდ19-თან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ. ანუ აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, რომელმაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ბევრმა ქვეყანამ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა