საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს - ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები.

"გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში" თემატური მოკვლევის შედეგების მიხედვით, ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება ჯარიმის ოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, განცხადებით, დარღვევებზე, რომელიც ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს, სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

"ბოლო წლების სტატისტიკა შემაშფოთებელია, რადგან შემოწმების შედეგად, საწვავში არაერთხელ დაფიქსირდა გოგირდის მაღალი შემცველობა და ოქტანობაც არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. რიგ შემთხვევებში საწვავში გოგირდის დონე 10-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო, ადამიანის ჯანმრთელობის საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უახლოვდება საწვავის ხარისხია ევროსტანდარტს. სახელმწიფოს პასუხი თითოეულ დარღვევაზე ადეკვატური და პრინციპული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტში, გარემოზე ტყვიის ზემოქმედების თემატური მოკვლევის ფარგლებში, გამოვლინდა, რომ 2020 აპრილის შემოწმებითაც მსგავსი დარღვევები მასობრივი იყო. ნათლად გამოჩნდა, რომ სანქციები არასაკმარისია და დაჯარიმებულ პირს უღირს ამ ჯარიმის გადახდა.

გარემოს დაცვის კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის აღსრულების მონიტორინგში და, არასათანადო საკანონმდებლო რეგულციების პირობებში, ყოველთვის ვიმოქმედებთ სათანადოდ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების შესახებ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში, აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) ხშირშემთხვევაში, არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები.

დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფს გაცილებით მეტ აზოტის ოქსიდებს (მონოქსიდს და დიოქსიდს ერთიდაიგივე ეფექტი აქვს), ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ისინი ცნობილია, როგორც NOx ნაერთები. ეს ნაერთები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეუძლია, გამოიწვიოს ასთმა, ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები.

ასევე, იზრდება ინფარქტებისა და ინსულტების რისკი, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

სტატისტიკური ინფორმაცია, რომელმაც განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების არუცილებლობა:

2019 წლის ივნისში 88 ობიექტიდან აღებული 120 სინჯის შემოწმების შედეგად აღოჩენილ იქნა 33 დარღვევა

2019 წლის დეკემბერში 100 ობიექტიდან აღებული 150 სინჯის შემოწმების შედეგად აღმოჩენილ იქნა 31 დარღვევა

2020 წლის აპრილში 23 ობიექტიდან აღებული სინჯების შედეგად აღმოჩენილ იქნა 14 დარღვევა დიზელის საწვავისთვის და 18 დარღვევა ბენზინის საწვავისთვის.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ