თეირანში მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანის დედაქალაქ თეირანის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თეირანში, სამხედრო ობიექტთან ახლოს დიდი აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზიც, ოფიციალური ვერსიით, გაზის გაჟონვა იყო.

იხილეთ ვიდეო: თეირანში მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა