დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ პენტაგონის პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეგმა დონალდ ტრამპს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა ორშაბათს წარუდგინა.

”წინადადება, რომელიც დამტკიცდა, ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას, გააძლიერებს ნატოს, გააუმჯობესებს აშშ-ის სტრატეგიულ მოქნილობას და აშშ-ის ევროპული სარდლობის ოპერატიულ მოქნილობას და იზრუნებს ჩვენს ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე,”- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსებიან გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცები. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდათან, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გააგზავნონ.

ამჟამად გერმანიაში 34 000 ამერიკული სამხედროა დისლოცირებული.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა